• : მობ. 577551408
  • რეგისტრაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ვაკანსიის გამოწერა
  • დახმარება
  • კონტაქტი

დახმარება

  1. მთავარი
  2. დახმარება

როგორ დავრეგისტრირდე თქვენს საიტზე?

რეგისტრაციისთვის და თქვენი რეზიუმეს შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ და მიჰყევით ინსტრუქციას.

როგორ გავიგო მიიღო თუ არა ორგანიზაციამ ჩემი განაცხადი?

განაცხადი გაგზავნილად ითვლება მას შემდეგ, რაც დაინახავთ შესაბამის სისტემურ შეტყობინებას - „თქვენი განაცხადი გაგზავნილია წარმატებით“. შეტყობინების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი მიეწოდა დამსაქმებელს. ამასთან, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ სტატუსით „CV გაგზავნილია“

ვერ ვაკეთებ განაცხადს ონლაინ რეჟიმში. მთხოვს ინფორმაციული ველების შევსებას. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

განაცხადის გაკეთებისას პროგრამა გთხოვთ გამორჩენილი ინფორმაციული ბლოკების შევსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელის მიერ სავალდებულოდ არის მოთხოვნილი კონკრეტული ველების შევსება. შესაბამისად, განაცხადის გაკეთება კონკრეტულ ვაკანსიაზე შეუძლებელი იქნება ამ სავალდებულო ველების შევსების გარეშე. მაგალითად, თუ კონკრეტული ვაკანსიისთვის დამსაქმებელმა სავალდებულოდ მიიჩნია სამოტივაციო წერილის წარმოდგენა, თქვენ ვერ გააკეთებთ განაცხადს სამოტივაციო წერილის დაწერის გარეშე.

დამავიწყდა ჩემი პაროლი, როგორ მოვიქცე?

პაროლის აღსადგენად ავტორიზაციის გრაფაში დააჭირეთ ღილაკს „პაროლის აღდგენა“. მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი. თქვენს პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ შეტყობინებას ერთჯერადი პაროლის სახით, რომლის საშუალებითაც შეძლებთ https://job.serviceunity.me/user_login ავტორიზაციას და დროებითი პაროლის შეცვლას.

როგორ გამოვიწერო სასურველი ვაკანსია?

ვაკანსიის გამოსაწერად თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული დასაქმების პორტალზე https://job.serviceunity.me როგორც „მაძიებელი“ და ასევე ავტორიზირებული თქვენს პროფილში. აირჩიეთ და გადადით კატეგორიაში „ვაკანსიის გამოწერა“, აირჩიეთ სასურველი კატეგორია და დააჭირეთ ღილაკს „გამოწერა“. მას შემდეგ რაც თქვენს მიერ შერჩეულ კატეგორიაში დაემატება ახალი ვაკანსია, თქვენ პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ შეტყობინებას ახალი ვაკანსიის განთავსების შესახებ.

როგორ გავაკეთო განაცხადი ონლაინ, დამსაქმებელს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ელ. ფოსტა, სად შეიძლება გავაგზავნო ჩემი რეზიუმე?

განაცხადის გასაკეთებლად, აირჩიეთ სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს „CV გაგზავნა“. განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია https://job.serviceunity.me -ზე და შევსებული გქონდეთ ელექტრონული რეზიუმე. განაცხადი ითვლება გაკეთებულად შესაბამისი სისტემური შეტყობინების - „თქვენი განაცხადი გაკეთებულია“ - გამოჩენის შემდეგ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი © 2023 #TEAM